ლორენცო ინსინიემ MLS-ში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

10:16, 07.08.2022

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ რეგულარულ ჩემპიონატში „ტორონტომ“ 4:3 დაამარცხა „ნეშვილი“. გამარჯვების გოლი კანადური გუნდის რიგებში ლორენცო ინსინიემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს იყო სადებიუტო გოლი MLS-ში.

„ტორონტოდან“ ერთი გოლი კიდევ ერთმა იტალიელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანა, ასევე დუბლი შეასრულა ჯონათან ოსორიომ.

მსგავსი