„ნაპოლის“ ყოფილი ფორვარდი ლორენცო ინსინიე, რომელიც ამ მომენტისთვის MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ თამაშობს, შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, ინსინიეს „მონცაში“ გადასვლის შანსი გაუჩნდა.
აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის აგენტები კარგად იცნობენ „მონცას“ სპორტულ დირექტორს ადრიანო გალიანის, რომელმაც ინსინიეს შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
ლორენცო ინსინიემ MLS-ის 2024 წლის სეზონში „ტორონტოს“ რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.