ლორან კოშელნი „არსენალს“ აუმხედრდა
ლორან კოშელნი „არსენალს“ აუმხედრდა

ლონდონის „არსენალში“ სკანდალია, რომელიც გუნდის კაპიტანმა ლორან კოშელნიმ გამოწვია. ფრანგს კლუბის დატოვება სურდა, მაგრამ უარი მიიღო.

ინგლისური პრესის ცნობით, 33 წლის ფრანგმა მოისურვა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა, რომელიც კიდევ ერთი წელია ძალაში და „ბორდოში“ გადასვლა. „არსენალი“ არ დათანხმდა, პასუხად კი კოშელნიმ უარი თქვა გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშიწინასასეზონო ტურში გამგზავრებაზე.

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ ლორანის მოქმედებით, რომელიც ეწინააღმეგება ჩვენს წესებს. იმედი გვაქვს, გადავწყვეტთ საკითხს, მანამდე კი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ იქნება“, – წერია „არსენალის“ ოფიციალურ განცხადებაში.

კოშელნი „არსენალში“ 2010 წლიდან თამაშობს. ლონდონელთა რიგებში მან სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და ორჯერ გახდა ინგლისის სუპერთასის მფლობელი.