ლორან ბლანი კიკე სეტიენის ნაცვლად – „ბარსელონა“ახალ მწვრთნელს ეძებს

19:09, 22.07.2020

კატალონიურ გრანდში კიკე სეტიენის შეცვლა უნდათ და ახალი მწვრთნელის კანდიდატურას არჩევენ – იუწყება L’Equipe.

გამოცემის ინფორმაციით, არცთუ წარმატებული სეზონის მიუხედავად, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ სეტიენი მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვონ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება და მას ლორან ბლანი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ლორან ბლანის კანდიდატურას „ბარსელონას“ დირექტორი ერიკ აბიდალი უჭერს მხარს, რაც „ეკიპის“ პროგნოზს ძალიან რეალისტურს ხდის.

54 წლის ბლანი „ბარსელონას“ შემადგენლობაში 2019/20 წლების სეზონში თამაშობდა, მწვრთნელის რანგში კი „ბორდოს“, საფრანგეთის ეროვნულ გუნდსა და „პარი სენ-ჟერმენს“ ხელმძღვანელობდა.

მსგავსი