ლონზო ბოლის თქმით, ლებრონ ჯეიმსს მისი სფეის ჯეიმ 2-ში ხილვა სურს (ვიდეო)
ლონზო ბოლის თქმით, ლებრონ ჯეიმსს მისი სფეის ჯეიმ 2-ში ხილვა სურს (ვიდეო)

ცნობილი ფაქტია, რომ ლებრონ ჯეიმსი უკვე დიდი ხანია ლონზო ბოლის გულშემატკივარია. როგორც ჩანს, ახალგაზრდა გამთამაშებელს სურს, რომ ჯეიმსთან ერთად ახალ მხატვრულ ფილმში „სფეის ჯემ 2“-ში მიიღოს მონაწილეობა.

ლონზო რამდენიმე დღის წინ ტვიტერის ლაივ შოუს სტუმრობდა, სადაც განვლილ სეზონზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა კი ბოლს „სფეის ჯემთან“ დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც ლეიკერსის კალათბურთელმა ასეთი პასუხი გასცა.

„უნდა ვკითხო ამის შესახებ. მან იცის, რომ მე სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ ფილმში, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება“.