ლონდონში პრემიერის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა
ლონდონში პრემიერის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა

ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რამდენიმე ასეული ადამიანი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის რეზიდენციასთან შეიკრიბა, საიდანაც ისინი ერთობლივი მსვლელობით ტრაფალგარ სკვერისკენ გაემართნენ.

აქტივისტები მსვლელობის დროს გზების დაბლოკვას ცდილობდნენ. დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სწორედ ამ დროს დაიწყო. „როიტერის“ ცნობით, არეულობის დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართა. მასში პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და მისმა პარტიამ გაიმარჯვა. „კონსერვატიულმა პარტიამ“ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.