ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის აქციაზე 900-მდე ადამიანი დააკავეს
ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის აქციაზე 900-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ლონდონის პოლიციამ განაცხადა, 6 სექტემბერს, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ Palestine action-ის მხარდამჭერი აქციის შემდეგ 890 ადამიანი დააკავეს, რაც მსგავს საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო, აკრძალული ჯგუფის მხარდაჭერისთვის 857 ადამიანი დააკავეს, ხოლო პოლიციაზე თავდასხმისთვის – 17.
დიდმა ბრიტანეთმა, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შესაბამისად, ივლისის თვეში ორგანიზაცია Palestine action-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მისმა ზოგიერთმა წევრმა საჰაერო ძალების ბაზაზე შტურმი განახორციელა და საბრძოლო თვითმფრინავები დააზიანა.