ლონდონში, მუზეუმის მე-10 სართულის აივნიდან 17 წლის მოზარდმა ექვსი წლის ბავშვი გადმოაგდო
ლონდონში, მუზეუმის მე-10 სართულის აივნიდან 17 წლის მოზარდმა ექვსი წლის ბავშვი გადმოაგდო

ლონდონში, „ტეიტის“ (TATE) თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მე-10 სართულის აივნიდან 17 წლის მოზარდმა ექვსი წლის ბავშვი გადმოაგდო.

თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდი უცნაურად იქცეოდა, შემდეგ კი მოულოდნელად მუზეუმის ვიზიტორ ქალს ხელიდან ბავშვი გამოსტაცა და აივნიდან გადააგდო.

მცირეწლოვანი მე-5 სართულის სახურავზე დაეცა. ის საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით არის გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.