ლონდონში, „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციების მოწინააღმდეგეების აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა
ლონდონში, „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციების მოწინააღმდეგეების აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

ლონდონში, „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში დღეს „კოვიდ-19“-ის რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

პოლიციის მიერ აქციის დაშლის მცდელობისას დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს შუშის ბოთლები დაუშინეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები არაკანონიერია, რადგან ლონდონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით მასშტაბური შეკრებები აკრძალულია.