ლონდონში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

19:17, 26.09.2020

ლონდონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე აქციის სამი მონაწილე და ერთი სამართალდამცველი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები დაწესებულ რეგულაციებს არ იცავენ.

მსგავსი