ლონდონში ცნობილი საკონცერტო დარბაზის სახურავი დაიწვა
ლონდონში ცნობილი საკონცერტო დარბაზის სახურავი დაიწვა

​​ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზის, „კოკოს“ სახურავს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ხანძარს 60 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა შენობის სახურავის ერთი მესამედი.

საკონცერტო დარბაზი 1900 წლიდან ფუნქციონირებს. აქ კონცერტები გაუმართავთ ისეთ ცნობილ მომღერლებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან მადონა, „ქოლდფლეი“, პრინსი , „როლინგ სტოუნზი“, ედ შირანი და სხვები.