ლონდონში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

09:36, 13.02.2020

ლონდონში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ის სენტ ტომასის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული.

დიდ ბრიტანეთში ​კორონავირუსის ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა.

14-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაავადება დაუდგინდა ჩინეთის უხანის პროვინციიდან ევაკუირებულ მეორე პირს. 232 ევაკუირებული სან დიეგოსთან, საზღვაო სამხედრო ბაზაზე გადის კარანტინს.

მსგავსი