ლონდონში 19 ადამიანი დააკავეს აქციაზე, რომელზეც საყოველთაო კარანტინი გააპროტესტეს
ლონდონში 19 ადამიანი დააკავეს აქციაზე, რომელზეც საყოველთაო კარანტინი გააპროტესტეს

ლონდონში, ჰაიდ პარკის ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებმა 19 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს და მის მონაწილეებს ჯარიმების გამოწერით დაემუქრნენ. თუმცა აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტის შემდეგ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აქციაზე იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, ჯერემი კორბინის ძმაც. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო მათი სიტყვისა და გადაადგილების თავისუფლების შელახვას აპროტესტებდნენ.

ამასთან, აქციისას საყოველთაო ვაქცინისა და 5G ტექნოლოგიის საწინააღმდეგო შეძახილები ისმოდა.