ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელმაც ქალაქის სამხრეთში ორი ადამიანი დაჭრა, ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო
ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელმაც ქალაქის სამხრეთში ორი ადამიანი დაჭრა, ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო

ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ქალაქის სამხრეთ ნაწილში ორი ადამიანი დანით დაჭრა, ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო. ის სასჯელს ტერორიზმისთვის იხდიდა.

20 წლის სუდეშ ამანი სამხრეთ ლონდონის ხალხმრავალ ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და ორი პირი დაჭრა. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ეჭვმიტანილს კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე შეიარაღებული პოლიციელები უთვალთვალებდნენ.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, ამანი 2018 წელს დააკავეს. მან 13 ტერორისტული დანაშაულის ჩადენა აღიარა, მათ შორის ტერორისტული მასალების გავრცელება და ტერაქტებისთვის ინფორმაციის შეგროვება.

დატოვე კომენტარი