ლონდონის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯებს ისევ შეამოწმებენ
ლონდონის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯებს ისევ შეამოწმებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კიდევ ერთხელ შეამოწმებს დოპინგ-სინჯებს, რომლებიც აღებულია ლონდონში, 2012 წლის ოლიმპიადის დროს, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

განმეორებითი ანალიზი თანამედროვე მეთოდის გამოყენებით განხორციელდება.

შემოწმებას დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ სინჯი ეჭვს გამოიწვევს, სპორტსმენი ამაზე ინფორმაციას მიიღებს, რის შემდეგაც, შეიძლება დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება.