ლონდონის ოლიმპიადის დამატებით 116 დოპინგ-სინჯი დადებითი შედეგისაა
ლონდონის ოლიმპიადის დამატებით 116 დოპინგ-სინჯი დადებითი შედეგისაა

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დოპინგ-ტესტების გადამოწმებისას, 116 სპორტსმენის სინჯი აღმოჩნდა დადებითი შედეგის. ამის შესახებ იტყობინება პორტალი www.insidethegames.biz.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ დამატებითი შემოწმების შემდეგ, დოპინგი აღმოაჩნდა ხუთ ძალოსანს: ალექსეი ტოროჰტის უკრაინიდან (ოქრო, 105 კგ), ვალენტინ ხრისტოვს აზერბაიჯანიდან (ბრინჯაო, 56 კგ), 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს რუსლან ნურუდინოვს უზბეკეთიდან (მე-4 ადგილი, 105 კგ), ნიკოლაი ნოვიკოვს ბელარუსიდან (მე-7 ადგილი, 85 კგ) და მელინ დალუზიანს სომხეთიდან (მე-14 ადგილი, 69 კგ).

სინჯების გადამოწმება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და უახლოეს წლებში გაგრძელდება.

ასე რომ, 2012 წლის თამაშები ყველაზე “ბინძური” გახდა ისტორიაში. წინა ანტირეკორდი ეკუთნოდა პეკინის 2008 წლის თამაშებს, სადაც ანტისადოპინგო წესების 86 დარღვევა დაფიქსირდა.