ლონდონის მერი - შეზღუდვების მოხსნამდე ჯერ შორია
ლონდონის მერი - შეზღუდვების მოხსნამდე ჯერ შორია

ლონდონის მერი სადიქ ხანი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია. სადიქ ხანის თქმით, ეპიდემიის პიკი სავარაუდოდ ერთ კვირაში ან ცოტა უფრო გვიან არის მოსალოდნელი.

„ძალიან ბევრი ადამიანი დადის სამსახურში, როდესაც ამის გაკეთება დაუშვებელია. ჩემი აზრით, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული იმ ადამიანთა წრე, რომელთა სამსახურიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კატეგორიას მიეკუთვნება“, – განაცხადა ხანმა.

ლონდონში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.