ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატი გამოიკვეთა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატი გამოიკვეთა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მომავალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ამ მომენტისთვის ორი კანდიდატია გამოკვეთილი – ანდონი ირაოლა და ჩაბი ალონსო, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ იმაზე გამოცდილ სპეციალისტს ეძებს, ვიდრე ენცო მარესკა და ლიამ როსენიორი იყვნენ. მიმდინარე სეზონი ლონდონურ კლუბს ჩაუვარდა – ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, ხოლო ინგლისის პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა.

ანდონი ირაოლა სეზონის ბოლოს „ბორნმუთს“ ტოვებს და მის დარწმუნებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობს. რაც შეეხება ჩაბი ალონსოს, ის ბოლოს მადრიდის „რეალში“ მუშაობდა და თანამდებობა იანვარში დატოვა.

სავარაუდოდ, „ჩელსი“ ახალ მწვრთნელს 2025/2026 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დანიშნავს.