ლონდონის „ჩელსის“ კრისტოფერ ნკუნკუ ისევ გამოაკლდა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ კრისტოფერ ნკუნკუ ისევ გამოაკლდა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ საკადრო პრობლემები გრძელდება. გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით, გუნდს ფრანგი შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ ერთი თვით გამოაკლდა.

26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ლაზარეთს ხშირად სტუმრობს. ის მოედანზე დეკემბერში დაბრუნდა და „ჩელსის“ რიგებში მხოლოდ ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კრისტოფერ ნკუნკუს სანაცვლოდ ლონდონურმა კლუბმა 2023/24 წლის სეზონის დაწყების წინ „ლაიფციგს“ 65 მილიონი ევრო გადაუხადა.

„ჩელსის“ ინგლისის პრემიერლიგაში 25 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ პოჩეტინოს გაწვრთნილები ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.