ლონდონის „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდონი ირაოლას კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდონი ირაოლას კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ცოტა ხნის წინ ლიამ როსენიორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა და როგორც ბრიტანული მედია წერს, ზაფხულში აღნიშნულ თანამდებობაზე ესპანელი ანდონი ირაოლას დანიშვნას შეეცდებიან.

ირაოლა ამჟამად „ბორნმუთს“ ავარჯიშებს და სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თავად ირაოლამ კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრის დრო არ არის, მისი სრული ყურადღება სეზონის ბოლო შეხვედრებისკენაა მიმართული.

ამჟამად „ჩელსის“ მატჩებისთვის კლუბის აკადემიის მწვრთნელი კალუმ მაკფარელნი ამზადებს.