ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა და „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება #1TVSPORT

20:02, 26.04.2026

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის (FA) 2025/2026 წლის სეზონის მეორე ფინალისტი „ჩელსი“ გახდა.

ლონდონურმა გუნდმა „უემბლიზე“ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლიდს იუნაიტედი“ 1:0 ენცო ფერნანდესის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. არგენტინელმა თავი 23-ე წუთზე გამოიჩინა.

„ჩელსის“ მეტოქე ფინალში „მანჩესტერ სიტი“ იქნება, რომელმაც 25 აპრილს გამართულ ნახევარფინალში „საუთჰემპტონს“ 2:1 სძლია.

ლონდონელები ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის, ასოციაციის თასის ფინალში ისტორიაში მეჩვიდმეტედ გავიდნენ. „ჩელსიმ“ აქამდე გადამწყვეტი შეხვედრა რვაჯერ მოიგო.

ასოციაციის თასის ფინალი 16 მაისს „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება.

მსგავსი