ლევერკუზენის „ბაიერის“ მცველი, ეკვადორელი პიერო ინკაპიე კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.
ტრანსფერზე მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ეკვადორის ეროვნული ნაკრების წევრის სანაცვლოდ „მეთოფეები“ 52 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო მისი მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში თანხის 10 პროცენტი გერმანულ კლუბს შეხვდება. ინკაპიე „არსენალთან“ ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ეკვადორელი „ლევერკუზენში“ 2021 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში 166 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. მანამდე ის „ინდეპენდიენტე დელ ვალესა“ და არგენტინული „ტალერესის“ რიგებში ასპარეზობდა. 2023 წელს გერმანულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო.