ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მეკარე თბილისშია - უეფა საქართველოში მეკარეების მწვრთნელებს მოამზადებს
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მეკარე თბილისშია - უეფა საქართველოში მეკარეების მწვრთნელებს მოამზადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამუშაო ვიზიტით უეფა-ს მეკარეთა სამწვრთნელო განათლების ექსპერტი მარტ პოომი და უეფა-ს მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული ესტუმრნენ.

მარტ პოომი ახლო წარსულის ცნობილია მეკარეა – ესტონეთის ნაკრებში 120 თამაში ჩაატარა, იყო „პორტსმუთის“, „დერბი ქაუნთის“, „სანდერლენდისა“ და ლონდონის „არსენალის“ წევრი.

სფფ-ს ცნობით, ეუეფა-ს წარმომადგენლებმა ქართული ფეხბურთის სახლში ტექნიკურ დეპარტამეტთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყება.

„უეფა წევრ ასოციაციებში ამ პროექტის განხორციელებას 2020 წლიდან იწყებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისი ერთ-ერთი მონაწილეა. უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის პირველი მოდული საქართველოში 13-15 აპრილს გაიმართება.

სასწავლო პროცესი ჯამში სამი მოდულისგან შედგება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. პირველ ჯერზე საგანმანათლებლო პროექტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე გუნდების მეკარეების მწვრთნელები ჩაერთვებიან. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს საერთაშორისო მნიშვნელობის მეკარეების მწვრთნელის ლიცენზია გადაეცემათ“- ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.