ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ობიექტებს საავადმყოფოებად გადააკეთებენ
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ობიექტები დროებით ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებს (NHS) გადაეცემა. ამ ობიექტთა უმრავლესობა გადაკეთდება საავადმყოფოებად, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მოათავსებენ.
„ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ეს ობიექტები, ავტოსადგომები და სხვა ადგილები ნებისმიერი ხერხით, რომელიც სასარგებლო იქნება ადგილობრივი და ეროვნული მთავრობისთვის, მათ შორის, ჯანდაცვის ეროვნული სამახურისთვის“, – განაცხადა NHS-ის წარმომადგენლებმა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 20 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 1200 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.