ლომაია ბერლინის ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს - ყველა გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ
ლომაია ბერლინის ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს - ყველა გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ

ბერლინში გამართულ ლეგენდების ტურნირზე „დინამო თბილისის“ ვეტერანმა ვარსკვლავებმა წარმატებით ითამაშეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

„დინამო თბილისის“ მეკარე გიორგი ლომაია ტურნირის ორგანიზატორებმა საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

გიორგი ლომაიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სასიამოვნოა ამ პრიზის მიღება და ფინალში გასვლა, სადაც მოგებაც შეგვეძლო. თავად ნახეთ, რომ ისეთი თანმიმდევრობით ჩატარდა თამაშები, შესაძლოა, ცოტა დაღლაც დაგვეტყო. ამავე დროს, რამდენიმე მოთამაშეც გამოგვაკლდა და ალბათ, გავლენა ამანაც იქონია. მთავარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე „დინამოს“ სახელი არ შევარცხვინეთ. მინდა, მადლობა ვუთხრა გუნდის თითოეულ წევრს. ტურნირზე ნამდვილად გამორჩეული გუნდები მონაწილეობდნენ. ისეთ ჯგუფში ვითამაშეთ, ყველასთან რთული მატჩი გვქონდა და ვფიქრობ, ყველა გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ. პირველივე წელს ტურნირის ფინალში გასვლა ნამდვილად სასიამოვნო და დასაფასებელია. იმედია, ამ ტურნირზე თამაშის საშუალება მომავალ წელსაც გვექნება“, – განაცხადა გიორგი ლომაიამ.

„დინამო თბილისმა“ ბერლინში ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ორგანიზატორებმა საუკეთესო მეკარის პრიზი ლომაიასთან ერთად, დორტმუნდის „ბორუსიას“ მეკარე რომან ვაიდენფელერსაც გადასცეს.