„ლოკომოტივში“ სანდრო კობახიძე ჩაირიცხა
„ლოკომოტივში“ სანდრო კობახიძე ჩაირიცხა

სანდრო კობახიძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ახალი კლუბის ფორმით საკონტროლო შეხვედრა უკვე ჩაატარა – ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის მორიგ ამხანაგურ მატჩში „ლოკომოტივმა“ აზერბაიჯანული „ზაქათალა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

32 წლის სანდრო კობახიძე ბოლოს დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრებში 12 წლის განმავლობაში ითამაშა და 35 მატჩში სამი გოლი გაიტანა.

სანდრო კობახიძე „ლოკომოტივის“ გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება. თბილისური გუნდი შეკრებაზე შვიდ თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება.