„ლოკომოტივში“ ხელმძღვანელობა შეიცვალა - შესაძლოა, კვირკველია მოსკოვში დაბრუნდეს
„ლოკომოტივში“ ხელმძღვანელობა შეიცვალა - შესაძლოა, კვირკველია მოსკოვში დაბრუნდეს

მოსკოვის „ლოკომოტივში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც, შესაძლოა, საბა კვირკველიას მომავალზე იქონიოს გავლენა, თავად ამ გადაწყვეტილებაზე კი გავლენა ხვიჩა კვარაცხელიას ამბავმა მოახდინა.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბი გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშჩერიაკოვმა თანამდებობი დატოვეს.

საქმე ისაა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კლუბის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარედ ალექსანდრე პლუტნიკი აირჩიეს, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად – ვლადიმერ ლეონჩენკო.

ლეონჩენკოს კანდიდატურას მხარს უჭერდა „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი. „ლოკომოტივმა“ 19 ტურში 28 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერლიგაში მერვე ადგილზეა.

რაც შეეხებათ ქართველებს – ძველი ხელმძღვანელობა ქართველების გამოც გაუშვეს. საბა კვირკველია, რომელიც მოსკოვური კლუბის და რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა და იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ სწორედ გუნდის ყოფილი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაუშვეს – მათ საქართველოს ნაკრების მცველს სიომინის მხარდაჭერა არ აპატიეს.

„ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორს, ვასილი კიკნაძესა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ანატოლი მეშჩერიაკოვს კვირკველიას გაშვებას დიდ შეცდომად უთვლიდნენ. ამ ნაბიჯის შემდეგ, არაა გამორიცხული, საბას საიჯარო ხელშეკრულება შეწყდეს და მოსკოვურ გუნდში დაბრუნდეს.

„ლოკომოტივიდან“ გაშვებულ ხელმძღვანელებს ხვიჩა კვარაცხელიას გამოც საყვედურობდნენ. ქართველი თავდამსხმელი გუნდში იყო, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. რუსული მედია კიკნაძესა და მეშჩერიაკოვს ამას უდიდეს შეცდომად უთვლის, რადგან 19 წლის კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა და 7,5 მილიონი ევრო გახდა.