„ლოკომოტივს“ სამეული დაუბრუნდა #1TVSPORT
„ლოკომოტივს“ სამეული დაუბრუნდა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივში“ სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაბრუნდა, ორმა მათგანმა კი კლუბში განვითარებული მოვლენების გამო ხელშეკრულებები იანვარში გაწყვიტა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდს დაუბრუნდნენ მცველი გიორგი გაბაძე და ნახევარმცველი დავით სამურკასოვი. 26 წლის მარჯვენა მცველმა, რომელიც გუნდში 13 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში „ლოკომოტივში“ 28 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

იყო ლაპარაკი, რომ დავით სამურკასოვს „დინამო თბილისისსა“ და ბოლნისის „სიონში“ იწვევდნენ, მაგრამ 23 წლის ნახევარმცველი საბოლოოდ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა და ახალ სეზონშიც მის ფორმას მოირგებს. სამურკასოვმა გასულ სეზონში 33 მატჩში ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე პასი ჩაიწერა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იჯარის შემდეგ გუნდს თორნიკე ძებნიაურიც დაუბრუნდა, რომელმაც 2021 წელი „საბურთალოში” იჯარით გაატარა. უდავოა, რომ სამეულის დაბრუნება „ლოკომოტივის“ ნახევარდაცვას გააძლიერებს.