„ლოკომოტივს“ ინწკირველი გაწვრთნის #1TVSPORT
„ლოკომოტივს“ ინწკირველი გაწვრთნის #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია – ლაშა ჭაღიაშვილი ალექსანდრე (ლექსო) ინწკირველმა ჩაანაცვლა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა ლაშა ჭაღიაშვილმა, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბში 214/2015 წლების სეზონიდან მუშაობს. ბოლოს ის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაიკავა.

ალექსანდრე ინწკირველი გულშემატკივარმა „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშით გაიცნო. ასევე უთამაშია აზერბაიჯანის „ქარვანში“, „დინამო თბილისში“’, ფოთის „კოლხეთში“’, გორის „დილაში“, რუსთავის „მეტალურგში“, „სასკოში“, ბოლნისის „სიონში“, ხოლო კარიერა 2016 წლის დეკემბერში, 36 წლის ასაკში ცხინვალის „ლიახვში“ თამაშის შემდეგ დაასრულა.

ინწკირველმა გუნდი პირველად მოედანზე 11 აპრილს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში გაიყვანა, სადაც „ლოკომოტივმა“ გორის „დილას უმასპინძლა“ და 0:3 დამარცხდა. მანამდე 40 წლის სპეციალისტი „ლოკომოტივი 2“-ის მთავარი მწვრთნელი იყო, უფრო ადრე კი გორის „დილასა“ და ბოლნისის „სიონში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მას დღეს უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზია გააჩნია.