„ლოკომოტივს“ გიორგი მინაშვილის ნაცვლად რეზო გოცირიძე გაწვრთნის #1TVSPORT
„ლოკომოტივს“ გიორგი მინაშვილის ნაცვლად რეზო გოცირიძე გაწვრთნის #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი მინაშვილს დაემშვიდობა. მის ნაცვლად გუნდს რეზო გოცირიძე გაწვრთნის.

„გიორგი მინაშვილმა, ზურაბ ბათიაშვილმა და ლუკა ხომასურიძემ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბი დატოვეს. დიდი მადლობა ერთგულებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. წარმატებები“, – წერია „ლოკომოტივის“ განცხადებაში.

თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგა 2-ში გასულ სეზონში დაქვეითდა და ახლა ლიგა 3-ში გავარდნის რეალური კანდიდატიც არის. გუნდმა 11 ტურის შემდეგ მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა და ბოლო, მე-10 ადგილზეა.

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის „ლოკომოტივს“ რევაზ გოცირიძე გაწვრთნის, რომელიც ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ მუშაობდა და გუნდი ეროვნულ ლიგაში დააწინაურა, ის მანამდე „საბურთალოს“ აკადემიასა და „თელავში“ საქმიანობდა.