„ლოკომოტივს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - გუნდში ინგლისელი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT
„ლოკომოტივს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - გუნდში ინგლისელი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT

ირაკლი ხვედელიანი თბილისის „ლოკომოტივის“ ახალი სპორტული დირექტორია. მან კლუბის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში გეგმებზე, გუნდის აკადემიის და მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრა.

ოთხკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი დავგეგმეთ. გუნდს ახალი ინგლისელი ფიზმომზადების მწვრთნელი შემოუერთდა. მოსამზადებელ პერიოდში საგურამოში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ – „სამგურალთან“, „თელავთან“, „სპაერთან“ და „ირაოსთან“.

სეზონის განახლებისთვის ვემზადებით და იმედიანად ვართ. გუნდში ვარჯიშობენ ახალი ფეხბურთელები – ქართველებიც და უცხოელებიც. დავაკვირდებით და ვინ დარჩება, გადაწყვეტილებას მოსაზმადებელი პერიოდის შემდეგ მწვრთნელებთან ერთად მივიღებთ.

„ლოკომოტივის“ აკადემია საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქ გაზრდილი ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში წარმატებით ასპარეზობენ.

წლევანდელ სეზონში მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე „ლოკომოტივმა“ ბევრი ქულა დაკარგა, ვფიქრობ, გუნდს ამ ამოცანის გადასაჭრელად ძალა და უნარი შესწევს. პოზიტიურად ვართ განწყობილნი და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი შესრულებადია“, – ამბობს ირაკლი ხვედელიანი.