„ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და 3:4 დამარცხდა.

ეროვნული ლიგის გუნდთან მატჩი თბილისელების უპირატესობით დაიწყო. მე-10 წუთზე „ლოკომოტივი“ ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე უპირატესობა ბიძინა მახარობლიძემ გაზარდა.

მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე გისლან გნამიემ  სხვაობის შემცირება შეძლო, თუმცა 53-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (პენალტით) „ლოკოს“ უპირატესობა ისევ ორბურთიანი გახადა. ამის შემდეგ წყალტუბოელებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, თავის გამოჩენა კოტდივუარელმა გისლან გნამიემ და ლუკა ხორხელმა მოახერხეს.

თბილისელების მხრიდან გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე დემეტრე გოჩავამ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. შეგახენებთ, რომ „ლოკომოტივმა“ იანვარსა და თებერვალში „დინამო თბილისი“, „სპაერი“ და ბოლნისის „სიონი“დაამარცხა, ხოლო „საბურთალოსთან“ 0:0 ითამაშა.

„ლოკომოტივი“ – „სამგურალი“ 4:3

გოლები: 1:0 მენთეშაშვილი, 2:0 მახარობლიძე, 2:1 გნამიე, 3:1 ნ.ბაშელეიშვილი (პენ), 3:2 ლ.ხორხელი, 3:3 გნამიე, 4:3 გოჩავა.