„ლოკომოტივმა“ უკრაინული გუნდი დაამარცხა
„ლოკომოტივმა“ უკრაინული გუნდი დაამარცხა
თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი უკრაინის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსან „მარიუპოლთან“ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
 
უკრაინელებმა ანგარიში მეორე წუთზე დანილო იგნატენკოს გოლით გახსნეს. მე-14 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ეზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ „ლოკომოტივმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.
„მარიუპოლი“-„ლოკომოტივი“ 1:2
გოლები: 1:0 (2), 1:1 სიხარულიძე (14), 1:2 სიხარულიძე (27)
„ლოკომოტივი“: შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე, დარციმელია, ინჯგია, სიხარულიძე
შეცვლებზე: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორგალიძე
დატოვე კომენტარი