„ლოკომოტივმა“ „თელავი“ დაამარცხა
„ლოკომოტივმა“ „თელავი“ დაამარცხა

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ ტესტ-მატჩი გამართა – ამჯერად, ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა საგურამოს ბაზაზე „თელავს“ უმასპინძლეს.

შოთა შეყილაძის, ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი იაკობიძის გოლებით, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ეს მოსამზადებელი ეტაპზე „ლოკომოტივის“ მეორე საკონტროლო შეხვედრა იყო. წლის პირველ მატჩში თბილისელებმა ლიგა 3-ის „სპაერი“ 2:1 დაამარცხეს.