„ლოკომოტივმა“ სპარინგში „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ სპარინგში „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გუნდები სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებენ, რომელიც 13 აგვისტოს განახლდება.

დღეს, საგურამოში, საზაფხულო შეკრების მეორე ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ „თელავს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები, რომელთა შემადგენლობები ზაფხულის პაუზაზე საგრძნობლად შეიცვალა. განსაკუთრებით დიდი დანაკლისი „თელავმა“ განიცადა, რომელიც ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ დატოვეს.

ამჯერად გუნდი მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გაიყვანა. სიახლეები იყო „ლოკომოტივშიც“, სადაც ლეგიონერები ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი გოლი სწორედ თბილისელთა ახალწვეულის ანგარიშზეა.