„ლოკომოტივმა“ სამეულის შანსი დაკარგა, „სამგურალმა“ ელიგაში დარჩენა გაინაღდა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ სამეულის შანსი დაკარგა, „სამგურალმა“ ელიგაში დარჩენა გაინაღდა #1TVSPORT

წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე სატურნირო კუთხით მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა – ეროვნული ლიგის 34-ე ტურში კონფერენს ლიგის საგზურისთვის მებრძოლი თბილისის „ლოკომოტივი“ „სამგურალს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

სამგურალსა“ და „ლოკომოტივს“ შორის გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა ყვითელი ბარათი 6-ჯერ გამოიყენა. თუმცა, მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

34 ტურის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა“ 52 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, მაგრამ გორის „დილას“ (59) დაწევის და მესამე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა. წყალტუბოს „სამგურალმა“ კი 41 ქულა მოიპოვა და ეროვნულ ლიგაში დარჩენა უკვე ოფიციალურად გაიფორმა.