„ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ დაამარცხა - ჭიაბრიშვილის გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ დაამარცხა - ჭიაბრიშვილის გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ევროსაგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან სხვაობაც მინიმუმამდე შეამცირა.

საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 45+4-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად შეასრულა. 56-ე წუთზე მასპინძლების სრწაფი კონტრშეტევა თემურ შონიამ ეფექტური გოლით დააგვირგვინა. ხოლო 64-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა ეფექტური ფლანგური რეიდი „საბურთალოს“ კარში მესამე გოლით დაასრულა.

საბურთალომ“ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ბოლო წუთებზე მოახერხა. 87-ე წუთზე, მასპინძელთა კარში საბა მამაცაშვილის ფლანგური გადაცემა გოლით დმიტრი მანდრიჩენკომ დააგვირგვინა, ეროვნულ ლიგაში მე-8 გოლი გაიტანა, ხოლო 90+3-ე წუთზე ნიკა მალიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 „ლოკომოტივის’ სასარგებლოდ.

ლოკომოტივმა“ უშუალო კონკურენტის დამარცხებით 44 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ დაეწია, ხოლო მესამეადგილოსანსაბურთალოსთან“ (46) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მისი ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.