„ლოკომოტივმა“ ოფიციალურად დაადასტურა - კვირკველიამ კლუბი დატოვა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ოფიციალურად დაადასტურა - კვირკველიამ კლუბი დატოვა #1TVSPORT

საბა კვირკველიამ, ისევე როგორც მეკარე ანტონ კოჩენკოვმა, მცველებმა ვლადისლავ იგნატიევმა და ასევე თავდამსხმელმა ედერმა „ლოკომოტივი“ დატოვა, – იტყობინება მოსკოვური კლუბის პრესსამსახური.

„საბა კვირკველია ტოვებს „ლოკომოტივს“ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. ქართველმა მცველმა ჩვენს გუნდში 108 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ლოკომოტივის შემადგენლობაში კვერკველიამ 4 ტიტული მოიგო. მადლობას ვუხდით საბას კლუბში გატარებული წლებისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს საფეხბურთო მოგზაურობაში!“, – წერია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში გახდა რუსეთის ჩემპიონი (2017/18), რუსეთის თასის ორგზის გამარჯვებული (2017, 2019) და რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული (2019).

საბა კვირკველია „ლოკომოტივს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, მაგრამ პრობლემები 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, რის გამოც კლუბის მმართველებს და იური სიომინს (რომელმაც საბა კლუბში მიიყვანა) დაუპირისპირდა.