ლოკომოტივმა მოიგო - ინჯგიამ ეფექტურად გაიტანა [ვიდეო]

თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, უშუალო კონკურენტი ბოლნისის „სიონი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ლიგაში ადგილი ფაქტობრივად შეინარჩუნა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ მატჩში, ანგარიში მეორე ტაიმში გაისნა: 58-ე წუთზე „სიონის“ კარი მამია გავაშელიშვილმა აიღო. 80-ე წუთზე კი რევაზ ინჯგიამ ბოლნისელთა კარში ეფექტურად გაიტანა. „ლოკომოტივის“ 17 წლის თავდამსმხელმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, 80-მეტრიანი სოლო-რეიდი განახორციელა და მეკარეს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა 0:2.

ბოლნისელებმა 86-ე წუთზე სხვაობა შეამცირეს – გოლი ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა, მაგრამ „სიონმა“ ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლო და „ლოკომოტივმა“ 2:1 გაიმარჯვა.

33 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 38 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზეა და მერვე ადგილოსან „სიონს“ (31 ქულა) 7 ქულით გაასწრო. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ თბილისელებმა ლიგაში დარჩენა გაინღდეს.