„ლოკომოტივმა“ ლიდერი დაამარცხა და მესამეზე დაწინაურდა - ბათუმელთა წაუგებელი სერია საგურამოში შეწყდა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ლიდერი დაამარცხა და მესამეზე დაწინაურდა - ბათუმელთა წაუგებელი სერია საგურამოში შეწყდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია საგურამოში „ლოკომოტივმა“ შეაჩერა. ასე დაიწყო ეროვნული ლიგის მე-15 ტური, სადაც ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დაძაბული გამოდგა.

ბათუმელებმა ანგარიში მე-3 წუთზე პენალტით გახსნეს, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა 0:1. ამის შემდეგ „ლოკომოტივმა“ უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ შანსით მხოლოდ 35-ე წუთზე ისარგებლა: ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ თორნიკე კირკიტაძე მცველებს გაეპარა და კარში დაარტყა, სტუმართა მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ გურამ კაშიამ დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ირაკლი სიხარულიძემ (რომელმაც მანამდე რამდენიმე რეალური მომენტით ვერ ისარგებლა) შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 62-ე წუთზე ბექა დარცმელიას მშვენიერი ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველს გაექცა და „ლოკომოტივი“ დააწინაურა 2:1.

საბოლოოდ, „ლოკომოტივმაურთუსელი მატჩი 2:1 მოიგო, 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ბათუმის „დინამო“ კი 31 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ მისი კონკურენტი „დინამო თბილისს“ ამ წუთებში გორში „დილასთან“ თამაშობს და ქულის მოპოვებითაც გადაასწრებს.


ლოკომოტივი – დინამო ბთ 2:1

გოლი: 0:1 მამუაჩაშვილი (3. პენ). 1:1 კაშია (35). 2:1 სიხარულძე (62. დარცმელიას პასით)