„ლოკომოტივმა“ კაშიას მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ კაშიას მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გურამ კაშიამ თბილისის „ლოკომოტივის“ ფორმა ბოლოჯერ მოირგო – საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გუნდს ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებაში (3:1) დაეხმარა და კლუბი დატოვა.

ლოკომოტივმა“ გამოცდილ მცველს გუნდის დახმარებითვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„ქუთაისის „ტორპედოსთან“ გურამ კაშიას ბოლო მატჩი იყო თბილისის „ლოკომოტივის“ მაისურით და შეხვედრის შემდეგ გუნდს დაემშვიდობა – სულ ითამაშა 17 მატჩი, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე პასი. და იყო ის, რასაც ციფრები და სიტყვები ვერ გამოხატავს – გმადლობ, კაშო! წარმატებები!“, – წერია „ლოკომოტივის“ ვებგვერდზე.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა „ლოკომოტივიდან“ წასვლაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ სამ კლუბში იწვევენ, მაგრამ დასახელებას მოერიდა.

მისი თქმით, ახალ კლუბში გადასვლას მიუახლოვდა და მხოლოდ დეტალები დარჩა შესათანხმებელი, „ლოკომოტივს“ კი მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავასსლოვანი“ ჩაიბარა და განაცხადა, რომ კაშიას მიწვევა სურს.

დატოვე კომენტარი