„ლოკომოტივმა“ განახლება დაიწყო - გუნდი თევდორაძემ დატოვა
„ლოკომოტივმა“ განახლება დაიწყო - გუნდი თევდორაძემ დატოვა

რევაზ თევდორაძე ახალ კლუბში ითამაშებს. თბილისის „ლოკომოტივის“ ცნობით, გამოცდილმა მეკარემ კლუბი დატოვა. „ლოკომოტივსა“ და მეკარეს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბერში ამოიწურა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. 30 წლის თევდორაძე „ლოკომოტივში“ 2015 წლიდან ასპარეზობდა. ამ ოთხი სეზონის განმავლობაში, მან კლუბის მაისურით 77 მატჩი ჩაატარა.

რევაზ თევდორაძემ პროფესიული კარიერა 2005 წელს „თბილისში“ დაიწყო. უთამაშია გორის „დილაში“, თბილისის „მერანში“, „გაგრაში“, ბათუმის „დინამოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, „ზუგდიდში“, „სამტრედიაში“, ქუთაისის „ ტორპედოში“, ასევე უცხოეთში – ლატვიურ „ოლიმპსსა“ და ბაქოს „ინტერში“.

თევდორაძე იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ერთი შეხვედრა კი ეროვნული გუნდშიც ჩაატარა.