„ლოკომოტივმა“ ესპანური შეკრება გამარჯვებით დაასრულა - მწვრთნელს მოგებაში შვილი დაეხმარა
„ლოკომოტივმა“ ესპანური შეკრება გამარჯვებით დაასრულა - მწვრთნელს მოგებაში შვილი დაეხმარა

თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანურ შეკრებაზე გიბრალტარის გუნდს, „ლინკოლნს“ ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა და დაძაბული, უხვგოლიანი შეხვედრა მოგებით დაასრულა.

ესპანურ „რეალ ლინენსესთან“ გუშინდელი თამაშის შემდეგ, გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელების ნაწილი დაასვენა. პირველი ტაიმის შემდეგ ფრე 1:1 დაფიქსირდა. „ლოკომოტივიდან“ გოლი მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის შვილმა, ირაკლი ჭიაბრიშვილმა გაიტანა – მან თავი 27-ე წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმი „ლოკომოტივმა“ მეტოქეზე უკეთ ჩაატარა. მართალია, გიბრალტარელებმა კიდევ ერთის გატანა მოახერხეს, მაგრამ საპასუხოდ დავით სამურკასოვისა და მამია გავაშელიშვილის გოლები მიიღეს და მატჩი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„ლოკომოტივი“ – „ლინკოლნი“ 3:2

გოლები: ჭიაბრიშვილი (27), სამურკასოვი (46), გავაშელიშვილი (77)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, ბუიღლიშვილი, მჭედლიშვილი, ქველაძე, დარცმელია, სამურკასოვი, იმრანი, ჭიაბრიშვილი, იაკობიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, ზოსიაშვილი, გავაშელიშვილი, მუკბანიანი.