„ლოკომოტივმა“ დებიუტანტის გოლით მოიგო - გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენის შანსი აქვს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის „ლოკომოტივმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მე-16 წუთზე დავით სამურკასოვის გადაცემით ანგარიში „ლოკომოტივის“ განელმა ლეგიონერმა, დენის ამოაკომ გახსნა. 38-ე წუთზე ხობელთა ნახევარმცველმა, ანატოლი მესიაჩენკომ წონასწორობა აღადგინა და შესვენებამდე ფრე დაფიქსირდა – 1:1.
„ლოკომოტივს“ ლიგაში დასარჩენად მხოლოდ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, დიდი ძალებით შეუტია და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. 56-ე წუთზე ხობის „კოლხეთის“ კარი გიორგი თოდუამ აიღო.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის თავდამსხმელმა გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა. გიორგი თოდუამ „ლოკომოტივში“ პირველად ითამაშა, მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და პირველივე შეხებით გაიტანა. ასეთი რამ ისტორიაში იშვიათი გასახსენებელია.
34 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 47 ქულა დააგროვა და საკმაოდ უცნაურ ვითარებაშია. თბილისელები პლეი აუტის ზონაში, მე-7 ადგილზე არიან, მაგრამ მეოთხე-მეექვსე ადგილზე მყოფ გუნდებთან მხოლოდ ქულა აშორებს, ხოლო გავარდნის ზონას 7 ქულით ასწრებს.
დარჩენილ ორ ტურში გუნდს ქულათა მაქსიმუმის დაგროვება სჭირდება, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითება თავიდან აიცილოს. ხობის „კოლხეთი“ კი უკვე გავარდნილია.