„ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელის წარმატება - გუგუნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონია #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელის წარმატება - გუგუნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონია #1TVSPORT

კოტე გუგუნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონი გახდა – დუბაის „შაბაბ ალ აჰლის“ ახალგაზრდული გუნდი, სადაც ქართველი სპეციალისტი მუშაობს, სამი ტურით ადრე, ზედიზედ მეორედ 21-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი გახდა.

კოტე გუგუნავა დუბაის „შაბაბ ალ აჰლის“ 21-წლამდელებში მეკარეთა მწვრთნელია. საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ ცნობილმა მეკარემ კარიერის დასრულების შემდეგ მეკარეთა მწვრთნელობა დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიასა და მთავარ გუნდში მუშაობდა.

შაბაბ ალ აჰლის“ ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი „ლოკომოტივის“ ყოფილი დამრიგებელი, ესპანელი ჯერარდ სარაგოსა მულეტი იყო – გუგუნავა ამ კლუბში მისი მიწვევით 2019 წლის აგვისტოში აღმოჩნდა.

ქართველი მწვრთნელი დუბაის კლუბში თავიდან U19-ის მეკარეების მწვრთნელი იყო და კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. შემდეგ კი თანამშრომლობა გაახანგრძლივა და U21-ში დააწინაურეს. „შაბაბ ალ აჰლი“ კოტე გუგუნავას მუშაობით კმაყოფილი დარჩა და 2021 წელს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივეს.