„ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი - კვირკველია კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
„ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი - კვირკველია კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა

„ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, რომელიც ახლა „როტორში“ თამაშობს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

„მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. 2018 წელს, ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „უფასთან“ დაშავდა. შემდეგ ჰქონდა გართულებები, კუნთები ეჭიმებოდა. ექიმებმა რა არ გააკეთეს, მაგრამ დიდხანს საერთოდ ვერ დარბოდა – მსგავსი არასდროს მსმენია. ის ამ მდგომარეობიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოჰყავდათ. საბა მართლა ფიქრობდა, რომ კარიერა დაესრულებინა. მაგრამ მე და იური სიომინმა მისი გადარწმუნება მოვახერხეთ,” – განაცხადა ბატურენკომ გამოცემა „სპორტ 24-თან“ ინტერვიუში.

კვირკველიას პირველი რუსული კლუბი ყაზანის „რუბინი” იყო, სადაც ხუთი წელი ითამაშა. 2016 წლის ზაფხულში იგი იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და ერთი წლის შემდეგ, გუნდმა მისი ტრანსფერი გამოისყიდა.

მოსკოვის კლუბში კვირკველიამ მოიგო ჩემპიონატი, სუპერთასი და ორჯერ – ქვეყნის თასი. 2020 წლის ზაფხულში კვერკველია იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა, სადაც მან უკვე ორ მატჩი ჩაატარა.