„ლოკომოტივის" თავდამსხმელს საფრანგეთსა და რუსეთში იწვევენ
„ლოკომოტივის" თავდამსხმელს საფრანგეთსა და რუსეთში იწვევენ

რევაზ ინჯგიამ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში ან რუსეთში გააგრძელოს. ეს თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა პირველ არხთან განაცხადა.

ჩვენი ინფორმაციით, 17 წლის თავდამსხმელით მოსკოვის „ლოკომოტივია“ დაინტერესებული.

„ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. დაკონკრეტება არ მსურს. თუმცა, არ დავმალავ, რომ რამდენიმე სერიოზული შემოთავაზებაა საფრანგეთის ლიგა 1-ის და რუსეთის პრემიერლიგის გუნდებიდან. ლაპარაკია პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებაზე და არა – გასინჯვაზე. თუმცა, არ მინდა ვიჩქარო და ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. დრო ყველაფერს გვაჩვენებს“ – ამბობს ინჯგია პირველ არხთან.

17 წლის თავდამსხმელი 5 დეკემბერს, გიორგი მიქაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა, იტალიელ თანატოლებთან თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რეზი ინჯგიამ გამარჯვებაში (2:1) თავისი წვლილი შეიტანა.