„ლოკომოტივის“ მწვრთნელი - დუბლშემადგენლობამ პირველ გუნდში გადმოინაცვლა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ მწვრთნელი - დუბლშემადგენლობამ პირველ გუნდში გადმოინაცვლა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ 2023 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობს და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა.

მოსამზადებელი ეტაპისა და ამხანაგური მატჩების შესახებ „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მინაშვილმა ისაუბრა.

„გუნდი 16 იანვარს შეიკრიბა, მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ. „ლოკომოტივი“, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. დუბლშემადგენლობამ პირველ გუნდში გადმოინაცვლა. მზადებას 23 მოთამაშით და 2 მეკარით შევუდექით.

გუნდი შეკრებას თბილისში გააგრძელებს, ამხანაგურ შეხვედრებს რაც შეეხება, პირველი მატჩი გვექნება „ვიტ ჯორჯიასთან“, მეორე – საგარეჯოს „გარეჯთან“ და მესამეს უკვე ეროვნული ლიგის „თელავთან“ გავმართავთ“, – ამბობს გიორგი მინაშვილი.