„ლოკომოტივის“ მოთამაშეს მადრიდის „ატლეტიკოში“ აკვირდებიან
„ლოკომოტივის“ მოთამაშეს მადრიდის „ატლეტიკოში“ აკვირდებიან

ალექსანდრე (სანდრო) ანდრონიკაშვილი ესპანეთშია და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, მადრიდის „ატლეტიკოში“ აკვირდებიან – ინფორმაცია პირველ არხს მოთამაშის ოჯახში დაუდასტურეს.

როგორც შევიტყვეთ, 19 წლის ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივს“ ორკვირიან ესპანურ შეკრებაზე ახლდა, სადაც მადრიდული კლუბის სკაუტებმა შენიშნეს და „ატლეტიკოს“ დუბლშემადგემნლობაში გასინჯვა შესთავაზეს. ქართველი მოთამაშე მადრიდულ კლუბში 27 თებერვლიდან იმყოფება.

ანდრონიკაშვილი 35-ე სკოლაში ვარჯიშობდა, „ლოკომოტივში“ კი 2016 წელს მიიწვიეს, სადაც მთავარ გუნდში დააწინაურეს და 2018 წელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა.