„ლოკომოტივის“ მენეჯმენტს გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - ერთ-ერთი მიზეზი კვარაცხელიას წასვლაცაა
„ლოკომოტივის“ მენეჯმენტს გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - ერთ-ერთი მიზეზი კვარაცხელიას წასვლაცაა

„კლუბის მენეჯმენტი ცუდად მუშაობს და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძის გადაყენებას“, – ეს მიმართვა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფანებმა გაავრცელეს, სადაც უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებაა.

გულშემატკივართა 27 პრეტენზიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის უსაფუძვლო გაშვებასა და ქართველი ტალანტის ვერ შენარჩუნებაზე, როემლიც იძულებული გახდა, 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ გადასულიყო.

„კიკნაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, კლუბი დატოვა რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. პერსპექტიული ფეხბურთელის შენარჩუნება გენერალურმა დირექტორმა ვერ შეძლო და ამაში აგენტები დაადანაშაულა. თუმცა, კვარაცხელია, სიომინი და ფეხბურთელის აგენტები ამბობენ, რომ მოთამაშეს „ლოკომოტივში“ დარჩენა სურდა. გუნდის სელექციონერებმა და სპორტულმა დეპარტამენტმა ვერ შეძლო მოთამაშის პოტენციალის ადეკვატური შეფასება. ეს კი ეჭვს იწვევს, რომ ახალ მოთამაშეთა შესახებ მიღებულ ყველა შემდგომ გადაწყვეტილების დროსაც იგივე მოხდება. დღეს სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტი“ მოთამაშის ღირებულებას 7,5 მილიონი ევროდ აფასებს”, – ვკითხულობთ ფანების წერილში.